დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამაზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ქართველი ფეხბურთელები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს, სერბეთს დაუპირისპირდებიან, სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი),თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)
სერბეთის ფუსტალის ნაკრები მსოფლიო ფუტსალის რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება, გუნდი დაკომპლექტებულია ევროპის წამყვანი ჩემპიონატის ფეხბურთელებით, რომლებიც თავისმხრივ ასპარეზობენ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე – ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, საყურებელი ლინკის ხილვა კი ჩვენს ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.