3 მილიონიანი ინვესტიცია – ზაზა ფაჩულიამ Shoot360 გახსნა

მატჩის დღე – საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
დეკემბერი 16, 2021 13:13
პირველი ტრანსფერი – გორის “დილამ” მაქაცარია დაიმატა
დეკემბერი 16, 2021 14:22

ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ დარბაზში Shoot360 სივრცე გახსნა, Shoot360 თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც კალათბურთელს საკუთარი ტექნიკური და პრაქტიკული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ფაჩულიას აკადემიაში გახსნილი სიცრცე, Shoot360-ის პირველი ევროპული ფრენჩაიზია, პროექტი რომელიც ზაზა ფაჩულიას სამ მილიონიანი ინვესტიციით განხორციელდა, ქართველი კალათბურთელების განვითარებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა.

აღსაღნიშვნავია, რომ ყველასთვის ცნობილი და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, სტეფ კარიც სწორედ ასეთ დარბაზში ვარჯიშობს, გარდა კარისა, ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელებისთვის Shoot365 საკმაოდ მიღებული და გამოცდილი სავარჯიშო საშუალებაა.

ფაჩულიას აკადემიაში, shoot365 სივრცის გახსნას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრო, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა:

– “დიდი პატივია, რომ ვესწრები ასეთი ცენტრის გახსნას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ახალგაზრდებს შანსი ექნებათ, რომ გაიუმჯობესონ საკალათბურთო უნარები. გარდა ამისა, მათ უნდა ისწავლონ გუნდურობა, რაც ზაზამ ძალიან კარგად იცის. ის გოლდენ სტეიტ უორიორსში თამაშობდა, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქის, სან ფრანცისკოს გუნდია. მათ ზედიზედ ორი ჩემპიონობა მოიპოვეს. მიხარია, რომ ზაზა ასე ეხმარება ქართველ სპორტსმენებს, აშშ-ის საელჩო კი ამაყობს, რომ ქართული სპორტის მხარდამჭერია. ჩვენ NBA JUNIOR ლიგის მხარდამჭერებიც ვართ.”

გარდა კელი დეგნანისა, ღონისძიებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძეც დაესწრო და პროექტის შესახებ ისაუბრა:

ვფიქრობ, რომ ეს ქართული კალათბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რისთვისაც ზაზას დიდი მადლობა. ასეთი შესაძლებლობები რომ გვქონოდა, ჩვენს თაობას, ქართული კალათბურთი ახლა უფრო წარმატებული იქნებოდა. ზაზას მადლობას ვუხდი ამ საჩუქრისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის, რასაც ქართული კალათბურთისთვის აკეთებს.”

Share