რუსული Матч ТВ წერს, რომ ბელგიური “გენტი” გიორგი ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს და მის ნაცვლად გუნდის არტურ გალოიანით გაძლიერებას აპირებს.
რუსული გამოცემა წერს, რომ სომხური წარმომავლობის ნახევარმცველი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის პირველი დივიზიონში “ველესში” გამოდის, ბელგიურ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
Матч ТВ ასევე წერს, რომ ჩაკვეტაძეს ევროპული TOP ლიგების გუნდებისგან რამდენიმე კარგი წინადადება აქვს და დიდი ალბათობით, კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვლის.
ამჟამად, ბელგიურ და რუსულ კლუბებს შორის ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და უფრო მეტი დეტალის გაგებას სულ მალე შევძლებთ.
არტულ გალოიანს, რუსეთის პირველი დივიზიონის 22 შეხვედრაში რვა გოლის გატანა მოახერხა, თანაგუნდელებს კი ექვსჯერ გაატანინა.
გიორგი ჩაკვეტაძეს, გენტში საკამოდ რთული პერიოდი უდგას და მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკის ნდობას ვეღარ იმსახურებს.