ეროვნული ლიგა 2-ს 2021 წლის სეზონის თანაბომბარდირი თამაზ მაქაცარია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს.
ამ ინფორმაციას შიდაქართლული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. კლუბს და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
მაქაცარიამ გასული სეზონი ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევებულ გაგრაში გაატარა, რომელიც წინა წელს ლიგა 2 ში ასპარეზობდა. მაქაცარიამ გაგრას რიგებში 23 გოლის გატანა მოახერხა და შეიკნე სილასთან ერთად გათამაშების თანაბომბარდირი გახდა.
მაქაცარია სხვადასხვა დროს: “ცხინვალის”, ბათუმის “დინამოს”, “სამტრედიას”, ბოლნისის “სიონის”, და “ვიტ ჯორჯიას” მაისურსაც ირგებდა.