დღეს, ავტორიტეტულმა გამოცემამ Transfermarkt-მა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები გაანაახლა.
საქართველოს ნაკრების და დრეზდენის “დინამოს” მარცხენა მცველის სატრანსფერო ღირებულება რომელიც 600 000 ევროს შეადგენდა, 150 000-ით შემცირდა და 450 000 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მფლობელობაშია და გერმანიის ჩემპიონატში იჯარის წესით თამაშობს.
გიორბელიძემ, მეორე ბუნდესლიგის მხოლოდ ექვს ტურში ითამაშა, თუმცა სასტარტოდან ერთადერთხელ. ასევე, ერთი მატჩი თასის გათამაშებაზეც ჩაატარა.