აზაროვი: “რევანშის ასაღებად ყველაფერს გავაკეთებთ!”

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დეკემბერი 16, 2021 21:30
“მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა” – ლაშა დვალი ერთა ლიგის წილისყრაზე
დეკემბერი 16, 2021 23:21

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის დინამოს მცველმა ირაკლი აზაროვმა Qomagebi.ge-სთან ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

“კარგი ჯგუფია. წინ რთული თამაშები გველის, რევანშისთვის და ჯგუფში პირველი ადგილისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩრდილოეთ მაკედონიაც და ბულგარეთიც საკმაოდ კარგი გუნდებია. მართალია, ორივესთან არც თუ ისე კარგი მოგონებები გვაქვს – მათ დასამარცხებლად ამჯერად ყველაფერს გავაკეთებთ”, – გვითხრა აზაროვმა.

ჯგუფის მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ავტომატურად გაინაღდებს B დივიზიონის საგზურს. გათამაშება გასვლა/სახლის პრინციპით ორ წრედ წარიმართება, ცნობილია ერთა ლიგისთვის გამოყოფილი სანაკრებო პაუზებიც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გამართული ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი–ოფის გზით შანსი ჰქონდათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ხოლო რა გზით მოხვდებიან მოახლოებული ტურნირიდან ნაკრებები 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ამას უეფა 2022 წლის ივნისში გვამცნობს.

Share