“მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა” – ლაშა დვალი ერთა ლიგის წილისყრაზე

აზაროვი: “რევანშის ასაღებად ყველაფერს გავაკეთებთ!”
დეკემბერი 16, 2021 22:50
VIDEO თორნიკე შენგელიას 20 ქულა უნიკსთან
დეკემბერი 17, 2021 00:51

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა Qomagebi.ge-სთან ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

“პოზიტიური ფაქტია, რომ ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა, ვისთანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოგვიწია თამაში. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ ვითამაშეთ. ვეთამაშეთ ბულგარეთსაც.. .გიბრალტარს კი საქართველომ ყოველთვის უნდა მოუგოს.

ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება და ვიბრძოლებთ ამისთვის. ადვილი არ იქნება, მაგრამ ვეცდებით ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ”, – გვითხრა დვალმა.

ჯგუფის მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ავტომატურად გაინაღდებს B დივიზიონის საგზურს. გათამაშება გასვლა/სახლის პრინციპით ორ წრედ წარიმართება, ცნობილია ერთა ლიგისთვის გამოყოფილი სანაკრებო პაუზებიც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გამართული ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი–ოფის გზით შანსი ჰქონდათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ხოლო რა გზით მოხვდებიან მოახლოებული ტურნირიდან ნაკრებები 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ამას უეფა 2022 წლის ივნისში გვამცნობს.

Share