ფრე სერბეთთან – საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ვერ მოიგო

▶️ VIDEO ელისანდრუ – საქართველო სერბეთს ამარცხებს
დეკემბერი 16, 2021 18:33
ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
დეკემბერი 16, 2021 19:43

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა ფუტსალში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სერბეთს დაუპირისპირდა.

ორმხრივი შეტევებით გამართულ საკმაოდ დახაბულ დაპირისპირებაში ქართველი ფეხბურთელები სერბებს დაუზავდნენ, მატჩი 1-1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი ელისანდრუმ გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ნაკრები 18 დეკემბერს, ისევ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ეს მატჩიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

Share