“…ვაღიარებ, გულშემატკივართა იმედები ბოლომდე ვერ გავამართლეთ” – ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

ლუკა ლოჩოშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
დეკემბერი 16, 2021 19:43
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დეკემბერი 16, 2021 21:30

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკადემიაში Shoot 360-ის თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული დარბაზი გაიხსნა. პროექტის იდეის ავტორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაა.

Shoot 360-ის ფორმატის ინტერაქციული დარბაზები აშშ-ში 2014 წლიდან გაიხსნა და როგორც თავად ზაზა ამბობს, ლიგის საუკეთესო სნაიპერი სტეფ ქარიც ასე ვარჯიშობს და იუმჯობესებს თავის უნარებს. ქართველმა კალათბურთელმა პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.

დღეს ზაზა ფაჩულიამ დარბაზი მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა, რომლის შემდეგაც ქართველმა ჟურნალისტებმა პატარა მინი-ტურნირი ითამაშეს. ამის დასრულების შემდეგ კი, ზაზამ Qomagebi.ge-სთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

“ამ პროექტზე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მიზანი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ Shoot 360-ის პირველი ევროპული ლოკაცია საქართველო ყოფილიყო. მიხარია, რომ ეს ტექნოლოგია, უკვე აქ არის და ბავშვებს შეეძლებათ ამ ულტრათანამედროვე დარბაზში განვითარდნენ. ვარჯისთან ერთად ამ ყველაფერს ერთგვარი გართობის სახეც აქვს და ეს აპარატურები ბავშვის ენაზე საუბრობს, რაც მოზარდისთვის ვარჯიშს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

თვით სტეფ ქარიც ასე ვარჯიშობს და ღმერთმა ქნას ამ დარბაზშიც გაიზარდოს ისეთი ბავშვები, რომლებიც სამომავლოდ NBA-ს კარს შეაღებენ და იქნებ სტეფის რეკორდიც მოხსნან.”

პირველი ნაბიჯები კალათბურთში: “მე როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე, მაშინ ასეთი დარბაზი რომ გვქონოდა, შესაძლოა ჩვენ თაობასაც ბევრად მეტისთვისაც მიეღწია. მაშინ რთული პერიოდი იყო და აშშ-ში წასვლა და NBA-ში მოხვედრა რთული იყო. დღეს ეს ყოველივე უფრო გაადვილებულია და ეს დარბაზი, იმედი მაქვს, მომავალ თაობას უფრო გაუადვილებს გზას დიდ კალათბურთში”.

ოქროს თაობა: “ჩვენს თაობაზე გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ვაღიარებ, გულშემატკივართა იმედები ბოლომდე ვერ გავამართლეთ. რამდენიმე ევრობასკეტზე არ გაგვიმართლა, რადგან ოპტიმალური შემადგენლობით არასდროს ვყოფილვართ და თითქმის სულ გვაკლდა გამორჩეული მოთამაშეები. გარკვეულწილად, გადაჭარბებული იმედებიც შევიქმენით.

ამ თაობის ნაკრებს კი, ყველანაირი პირობა აქვს. NBA-ს ორი კალათბურთელი, ევროლიგის გამორჩეული მოთამაშეები… ვფიქრობ, ამ ნაკრებს აქვს პოტენციალი მიაღწიოს იმას, რასაც ჩვენმა თაობამ ვერ მივაღწიეთ.”

სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე: “ორი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა. NBA ისეთი ორგანიზაციაა, იქ რომ მოხვდები მხოლოდ ნიჭით ვერ გახვალ ფონს, შრომა არ უნდა დაგეზაროს. თითქმის ყოველ მეორე დღეს თამაშები, ბევრი ვარჯიშები. თუ შენ თავს უთხარი, რომ დაიღალე და მეტი აღარ შეგიძლია, წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. შრომა, შრომა, შრომა – ამას ვურჩევდი მე სანდროს და გოგას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მათ დიდი კალათბურთის თამაში შეუძლიათ.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს: “ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიმიღია ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხის დიდი სიყვარულია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე. განსაკუთრებით NBAVOTE PACHULIA-ს პერიოდში და დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.

Share