ქართველი ფეხბურთელის ტრავმა – ლაკვეხელიანმა მოედანი ნაადრევად დატოვა

პირველი ტრანსფერი – გორის “დილამ” მაქაცარია დაიმატა
დეკემბერი 16, 2021 14:22
🔴 LIVE – ფუტსალი – საქართველო სერბეთი
დეკემბერი 16, 2021 17:58

სამწუხაროდ ლუკა ლაკვეხელიანისთვის 2021  წელი  დასრულებულია, ახალგაზრდა ქართველმა მარცხენა მცველმა დაზიანება მიიღო.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში “მეზოკოვეშდი” შინ “კისვარდას” დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა, ლაკვეხელიანი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო მინდორი დატოვა.

ლაკვეხელიანი თბილისის “საბურთალოს” აკადემიის აღზდილია, ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ამჟამად კი უნგრული “მეზოკოვეშდის” ღირსებას იცავს.

ქართველ გულშემატკივარს ლუკა ლაკვეხელიანი განსაკუთრებით კარგად შესაძლოა 2017 წელს გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან ახსოვდეს, საქართველოში გამართული 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ლაკვეხელიანმა ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში სამი მატჩი ითამაშა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანება მიიღო ლუკა ლაკვეხელიანმა, შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 20/21 წლების სეზონში ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ლაკვეხელიანი მხოლოდ  ახლაღა  იწყება ფორმაში შესვლას, ვიმედოვნებთ ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მომავალში დაუბრუნდება კლუბს.

Share