ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

“…ვაღიარებ, გულშემატკივართა იმედები ბოლომდე ვერ გავამართლეთ” – ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან
დეკემბერი 16, 2021 20:24
აზაროვი: “რევანშის ასაღებად ყველაფერს გავაკეთებთ!”
დეკემბერი 16, 2021 22:50

დღეს, 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, ვის წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს მოუწევს თამაში. საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ ერთა ლიგის C დივიზიონში მესამე კალათაში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

ჯგუფის მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ავტომატურად გაინაღდებს B დივიზიონის საგზურს. გათამაშება გასვლა/სახლის პრინციპით ორ წრედ წარიმართება, ცნობილია ერთა ლიგისთვის გამოყოფილი სანაკრებო პაუზებიც.

ტური I: 2-4 ივნისი

ტური II: 5-8 ივნისი

ტური III: 8-11 ივნისი

ტური IV: 12-14 ივნისი

ტური V: 22-24 სექტემბერი

ტური VI: 25-27 სექტემბერი

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გამართული ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი–ოფის გზით შანსი ჰქონდათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ხოლო რა გზით მოხვდებიან მოახლოებული ტურნირიდან ნაკრებები 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ამას უეფა 2022 წლის ივნისში გვამცნობს.

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ერთა ლიგაზე საკმაოდ შთამბეჭდავია: ჯვაროსნებმა 12 გამართულ შეხვედრაში 6-ჯერ მოიგეს, 5 მატჩი ფრედ დაასრულეს, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდნენ.

Share