VIDEO – ვინ არის ბელინკი რომელიც თბილისის დინამომ დაიმატა – უკრაინელი ფორვარდის გამორჩეული მომენტები

სამი რეკორდი და მეხუთედ მოგებული მსოფლიო
დეკემბერი 17, 2021 16:47
კიდევ ერთი ქართველი ვაისთან? – სლოვანი ტრანსფერზე მუშაობს
დეკემბერი 17, 2021 18:51

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ თბილისის “დინამომ” პირველი ტრანსფერი განახორციელა. დედაქალაქური კლუბის რიგებში სტანისლავ ბილენკი ითამაშებს.

ბილენკი 22 წლის უკრაინელი ფორვარდია, რომელიც ბოლოს ბრესტის “დინამოში” იჯარით “დუნაისკა სტრედადან” თამაშობდა.

სხვადახვა დროს უკრაინელი ფორვარდი დონეცკის “ოლიმპიკის”, დუნაისკა “სტრედას”, “ზაგლებიეს” და ბრესტის “დინამოს” რიგებში ასპარეზობდა.

კარიერის საუკეთესო სეზონი ბილენკს 2016/17 წლებში ჰქონდა, როდესაც დონეცკის “ოლიმპიკის” რიგებში ჩატარებულ 12 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა, ბრესტის “დინამოში” გატარებულ გასულ სეზონში კი  უკრაინელმა ფეხბურთელმა 27 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლიც გაიტანა.

 

 

Share