[ექსკლუზივი] უარი 2 მილიონზე – ჩემპიონი ირაკლი აზაროვს არ თმობს

“პატივისცემა მეტოქეებს, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველობაა” – ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი
დეკემბერი 17, 2021 01:43
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
დეკემბერი 17, 2021 12:54

სატრანსფერო პერიოდი მოახლოვდა, გამორჩეული სეზონის შემდეგ ბევრი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება.

მათ შორის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა ირაკლი აზაროვია. საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” 19 წლის ფლანგის მცველი, ინტერესს არც ზაფხულში უჩიოდა და მას შემდეგაც ბევრ კლუბს დაუკავშირეს.

კლუბი, რომელსაც აზაროვს აქტიურად უკავშირებენ, თურქული “ტრაპზონსპორია”. თურქულ კლუბს ქართველი მცველის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა ბათუმის დინამო ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი იყო და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რამდენიმე დღის წინ შვეიცარიული “ბაზელის” ინტერესზეც დაიწერა.

QOMAGEBI.GE-მ ექსკლუზიურად შეიტყო, რომ ბათუმის დინამოს აზაროვის სანაცვლოდ ტრაბზონსპორმა 2 მილიონი შესთავაზა. გუნდის მთავარი მწვრთნელის აბდულა ავჩის ინტერესი იმდენად დიდია, თურქებმა ჩვენს კვალობაზე უპრეცედენტო 2-მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ბათუმური კლუბი არც ამ წინადადებას დათანხმდა. აზაროვს დინამოსთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს და როგორც ჩანს, საქართველოს ჩემპიონი მის დათმობას მარტივად არ აპირებს.

ფაქტია – სატრანსფერო პოლიტიკა, რომელსაც აჭარული გუნდი ატარებს, ქართული რეალობისთვის უცხოა. ჩვენი კლუბებისთვის მეტად დამახასიათებელი, პირველივე შეთავაზებაზე თანხმობა და შემდეგ ამით თავის მოწონება უფრო გახლდათ.

Share