“გაგვიმართლა – იდეალურთან მიახლოებული ჯგუფია” – ჭიაბრიშვილი ერთა ლიგაზე

კიდევ ერთი ქართველი ვაისთან? – სლოვანი ტრანსფერზე მუშაობს
დეკემბერი 17, 2021 18:51
“ყველაზე მეტად ამ პრობლემებით კვარაცხელია იტანჯება” – რუსული მედია
დეკემბერი 17, 2021 18:57

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა Qomagebi.ge-სთან ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

“ჩემი აზრით, ჯგუფი, რომელშიც მოვხვდით, იდეალურთან მიახლოებულია. ვფიქრობ, წილისყრაში გაგვიმართლა და ჯგუფის მოსაგებად თანაბარი შანსები გვაქვს.

რაც შეეხება ჩრდ.მაკედონიასთან შეხვედრას, სპორტსმენისთვის რევანშის შესაძლებლობა ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, ამ შემთხვევაში ჩვენც არ ვართ გამონაკლისები და ჩვენი შანსის მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდებით”, – გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

ჯგუფის მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ავტომატურად გაინაღდებს B დივიზიონის საგზურს. გათამაშება გასვლა/სახლის პრინციპით ორ წრედ წარიმართება, ცნობილია ერთა ლიგისთვის გამოყოფილი სანაკრებო პაუზებიც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გამართული ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი–ოფის გზით შანსი ჰქონდათ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეასპარეზათ, ხოლო რა გზით მოხვდებიან მოახლოებული ტურნირიდან ნაკრებები 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ამას უეფა 2022 წლის ივნისში გვამცნობს.

Share