კიდევ ერთი ქართველი ვაისთან? – სლოვანი ტრანსფერზე მუშაობს

VIDEO – ვინ არის ბელინკი რომელიც თბილისის დინამომ დაიმატა – უკრაინელი ფორვარდის გამორჩეული მომენტები
დეკემბერი 17, 2021 18:41
“გაგვიმართლა – იდეალურთან მიახლოებული ჯგუფია” – ჭიაბრიშვილი ერთა ლიგაზე
დეკემბერი 17, 2021 18:53

Dynamo.kiev.ua – ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა ბრატისლავის “სლოვანში” ვიხილოთ.

საუბარია ქართველი ფეხბურთელის იჯარით დამატებაზე,  შემდეგში კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით, რაც დაახლოებით ორი მილიონი ევრო დაჯდება.

ბრატისლავის “სლოვანში” ამჟამად ორი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, უახლოეს წარსულში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია ლაშა დვალის შესაძლო ტრანსფერზეც სლოვაკურ გუნდში. “სლოვანის”  მთავარი მწვრთნელი, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვლადიმერ ვაისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა.

გიორგი წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და ამჟამად იჯარის წესით “ჩერნომომეცის” ღირსებას იცავს, სადაც მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ  წიტაიშვილმა მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქეობა აიღო, რის შემდეგაც ახალგაზრდა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში უკვე ხუთი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

Share