მსოფლიო რეკორდი-225 კგ ატაცში

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
დეკემბერი 17, 2021 12:54
სამი რეკორდი და მეხუთედ მოგებული მსოფლიო
დეკემბერი 17, 2021 16:47

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე +109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წარსდგა. ლაშამ ატაცში, რა გასაკვირია, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ტალახაძემ ასპარეზობა 210 კილოგრამით დაიწყო, რომელიც ძალიან დამაჯერებლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშა 218 კილოგრამზე მივიდე და მეორე ცდაზევე გაინაღდა ოქრო. მესამე ცდაზე კი, 225 კილოგრამი დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ველოდებით აკვრას

Share