“საქართველოსთან რთული მატჩები გვქონდა” – ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი

VIDEO თორნიკე შენგელიას 20 ქულა უნიკსთან
დეკემბერი 17, 2021 00:51
“პატივისცემა მეტოქეებს, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველობაა” – ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი
დეკემბერი 17, 2021 01:43

დღეს, 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, ვის წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს მოუწევს თამაში. საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ ერთა ლიგის C დივიზიონში მესამე კალათაში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ჯგუფი შეაფასა და საკუთარი გუნდის შანსებზეც ისაუბრა.

“ჯგუფი რთულია, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში არ არსებობს მარტივი მეტოქე. წინასწარ ქულებს ვერავისთან დაგეგმავ. სერიოზული მატჩები გველოდება. საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც ბოლო პერიოდში რამდენიმე რთული მატჩი ვითამაშეთ.

ბულგარეთმა ფრედ ითამაშა მოქმედ ევროპის ჩემპიონთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა მეტოქემ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გიბრალტარი რა თქმა უნდა არ არის მსგავსი დონის გუნდი.

მაკედონიამ ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს. დღევანდელი ფეხბურთი უბრალოდ არ პატიობს განსხვავებულ მიდგომას. ყველაფერი, რასაც ფეხბურთელებისგან და მთელი ჩვენი გუნდისგან მოვითხოვთ, არის მაქსიმალური დახარჯვა ყველა მატჩში”, – თქვა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა.

Share