ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

[ექსკლუზივი] უარი 2 მილიონზე – ჩემპიონი ირაკლი აზაროვს არ თმობს
დეკემბერი 17, 2021 12:10
მსოფლიო რეკორდი-225 კგ ატაცში
დეკემბერი 17, 2021 15:55

2022/23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია.

ვილი სანიოლის გუნდი C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ბულგარეთი, ჩრ. მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.

ჩვენი ნაკრები ერთა ლიგას 2 ივნისს გიბრალტართან საშინაო მატჩით დაიწყებს, 5 ივნისს კი ბულგარეთს გასვლაზე ვეთამაშებით. 4 დღეში კიდევ ერთი გასვლა გვექნება, ამჯერად ჩრ.მაკედონიის წინააღმდეგ.

12-ში ბულგარეთს მივიღებთ. ბოლო ორ მატჩს სექტემბერში გავმართავთ. 23 სექტემბერს ჩრ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, 26-ში კი ტურნირს გიბრალტართან გასვლით დავასრულებთ.

Share