“ყველაზე მეტად ამ პრობლემებით კვარაცხელია იტანჯება” – რუსული მედია

“გაგვიმართლა – იდეალურთან მიახლოებული ჯგუფია” – ჭიაბრიშვილი ერთა ლიგაზე
დეკემბერი 17, 2021 18:53
პირველად ისტორიაში – ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიით კვალიფიცრდა
დეკემბერი 17, 2021 20:02

რუსეთის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა, რუსული მედია კი პირველ წრეს აფასებს.

რუსულმა Business-gazeta.ru-მ ყაზანის “რუბინის” ასპარეზობა ვრცლად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მაღალ დონეზე ვერთამაშის მიზეზებს განმარტა.

“ყველაზე მეტად რუბინის სათამაშო პრობლემებით ხვიჩა კვარაცხელია იტანჯება. ქართველი კვლავაც ყაზანელთა უნიჭიერესი ფეხბურთელი და მთავარი აქტივია, მაგრამ განვლილი 18 ტური მან თავისი ოპტიმალური ფორმისგან შორს იდგა. ამას მოწმობს არამხოლოდ სტატისტიკა (1 გოლი), არამედ ფეხბურთელის ქმედებებიც.

ხვიჩას არც თამაში მისდის, მისგან ნაკლები სიმკვეთრე მოდის და მის გასაჩერებლად მარცხენა ფლანგზე სამი მცველის მივლინება აღარაა საჭირო.  ის პროგნოზირებადია.

ეს ყველაფერი ზაფხულში ევროპაში არშემდგარი ტრანსფერის ბრალი იყო. მაშინ ჩანდა, რომ მას უმაღლესი დონის ჩემპიონატის გუნდში წავლა გარანტირებული ჰქონდა.

შედეგად, რუბინს ტრანსფერზე არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. დიახ, იყო ინტერესი, თუმცა არცერთი გუნდის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა. ტრანსფერი არ შედგა/

“ის შარშანდელთან შედარებით ცუდად გამოიყურება. მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ მას არ სურს თამაში. რაღაც უბრალოდ ვერ გამოდის და სულ ესაა. სადღაც ფიზიკური მდგომარეობაა ფაქტორი, ზოგჯერ ფსიქოლოგოური.”, – განაცხადა მწვრთნელმა ჰაჯი ჰაჯიევმა ხვიჩისთან შექმნილ ვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგად გამოიყურება. 20 წლის ფეხბურთელი მუდმივად სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მან 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა – ეს საუკეთესო შედეგია საქართველოს  ნაკრებში.

Share