წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ყველაფრის გამოსწორების შანსი გვაქვს – გურამ კაშიამ ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა

🔴 LIVE “სერენი” 🆚 “კორტრაიკი” – მიქაუტაძე სასტარტოშია!
დეკემბერი 17, 2021 23:15
ტრანსფერი ექსტრაკლასადან – თბილისის “დინამომ” ნიგერიელი მცველი დაიმატა
დეკემბერი 18, 2021 13:09

16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, საქართველოს ნაკრები C დივიზიონის D ჯგუფში, ბულგარეთის, ჩრდ. მაკედონიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

მოახლოვებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე და წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

“ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება. საინტერესო თამაშები გველოდება, იმედი მაქვს შეხვედრები მაყურებელთან ერთად ჩატარდება.” – განაცხადა კაშიამ

ერთა ლიგის 2022/23 სეზონის, ჯგუფური ეტაპის მატჩები ივნისიდან სექტემბრამდე გაიმართება, ტურნირის პლეი-ოფის შეხვედრები კი 2024 წელს შედგება, თუ რა გზით შეძლებენ გამარჯვებული ქვეყნები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ამაზე უეფა ივნისში განაცხადებს.

წყარო – Nakrebi.Ge
Share