ტრანსფერი ექსტრაკლასადან – თბილისის “დინამომ” ნიგერიელი მცველი დაიმატა

წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ყველაფრის გამოსწორების შანსი გვაქვს – გურამ კაშიამ ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა
დეკემბერი 18, 2021 00:19
▶️ VIDEO ლევან მჭედლიძის გოლი “მილანის” კარში
დეკემბერი 18, 2021 16:18

ნიგერიელი მცველი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი თბილისის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.

თბილისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 21 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი, პოლონური “იაგელონიადან” იჯარის წესით ითამაშებს. სეზონის ბოლოს კი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

ახალგაზრდა ფეხბურთელს 2019 და 2020 წლებში ბელარუსულ “ისლოცში” გამორჩეული სეზონების შემდეგ, იაგელონიამ 250 000 ევროდ გამოისყიდა.

2020/21 სეზონში სტეფენმა პოლონეთის ექსტრაკლასაში მხოლოდ სამჯერ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი ძირითადად იაგელონიის მეორე გუნდის შემადგენლობაში იღებს სათამაშო პრაქტიკას.

დინამოს ახალწვეულს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს და ნიგერიის 23 წლამდე ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

Share