Transfermarkt-მა ფასები განაახლა -TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ეროვნულ ლიგაში

▶️ VIDEO ლევან მჭედლიძის გოლი “მილანის” კარში
დეკემბერი 18, 2021 16:18
“ზედიზედ სამი გამარჯვება თავდაჯერებულობას შეგვმატებს”-ბექა ბექაური
დეკემბერი 18, 2021 18:01

ავტორიტეტულმა გენმანულმა გამოცემამ Transfermarkt.de-მ საქართველოს CRYSTALBET ეროვნული ლიგის ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

აქამდე, ჩემპიონატის ყველაზე ღირებული მოთამაშე, ბათუმის “დინამოს” შემტევი, ჯოვინო ფლამარიონი გახლდათ. რომლის ფასი 700 000-ს შეადგენდა მისმა ღირებულებამ 150 000-ით იკლო და ამჟამად, 550 000 ევროს შეადგენს.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, 19 წლის ირაკლი აზაროვი გახდა. მის სატრანსფერო ღირებულებას 350 000 მოემატა და ახლა 1 მილიონ ევროდ ფასდება.

რაც შეეხება სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს. თბილისის “დინამოს” ფლანგის მცველის ლევან ხარაბაძის ფასი 150 000-ით გაიზარდა და 500 000-ს შეადგენს. ასევე, 100 000-ით გაიზარდა ვლადიმერ მამუჩაშვილის და საბა ხვადაგიანის ღირებულება, ორივე მათგანი უკვე ნახევარი მილიონი ევრო ღირს.

სხვადასხვა რაოდენობით გაზრდილი ფასის შედეგად 450 000 ევრო ღირს – სანდრო ალთუნაშვილი, უსმანე კამარა, ბენჟამინ ტეიდი და ლუკა გუგეშაშვილი.

 

ცვლილებების შემდეგ, TOP 10 ძვირადღირებული ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება.

1) ირაკლი აზაროვი, (ბათუმის დინამო) 1.0 მილიონი ევრო.

2) ჯოვინო ფლმარიონი, (ბათუმის დინამო) 550 000 ევრო.

3) ლევან ხარაბაძე, (თბილისის დინამო) 500 000 ევრო.

4) ჯაბა ჯიღაური, (ბათუმის დინამო) 500 000 ევრო.

5) საბა ხვადაგიანი, (თბილისის დინამო) 500 000 ევრო.

6) ვლადიმერ მამუჩაშვილი, (ბათუმის დინამო) 500 000 ევრო.

7) უსმანე კამარა, (გორის დილა) 450 000 ევრო.

8) ზორან მარუშიჩი, (თბილისის დინამო) 450 000 ევრო.

9) ლუკა გუგეშაშვილი, (გორის დილა) 450 000 ევრი.

10) ბენჟამინ ტეიდი, (ბათუმის დინამო) 450 000 ევრო.

 

Share