“ზედიზედ სამი გამარჯვება თავდაჯერებულობას შეგვმატებს”-ბექა ბექაური

Transfermarkt-მა ფასები განაახლა -TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ეროვნულ ლიგაში
დეკემბერი 18, 2021 16:46
▶️ VIDEO ხვიჩა კვარაცხელია – 2021 წლის გამორჩეული მომენტები
დეკემბერი 18, 2021 19:41

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. საკალათბურთო კლუბი ‘”ბათუმი” “ცხუმ-აფხაზეთს” დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

აჭარული გუნდის რიგებში ბრწყინვალე თამაში ჰქონდა ბექა ბექაურს, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა-19 ქულა 10 მოხსნა და თავისი გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბექა ბექაურმა qomagebi.ge-სთან ისაუბრა.

“საკმაოდ რთული თამაში იყო. მადლობა მოწინააღმდეგეს ბოლომდე ბრძოლისთვის. შეგვეძლო მატჩი უფრო მარტივადაც მიგვეყვანა გამარჯვებამდე, როცა სოლიდური უპირატესობით გავედით წინ, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შევინარჩინეთ. გარკვეულ მომენტში ნაადრევად ჩავთვალეთ, რომ მატჩი მოგებული იყო და ამისთვის კინაღამ დავისაჯეთ. მთლიანობაში კარგია, რომ სამმატჩიანი მოგებათა სერია დავიჭირეთ. ეს გუნდს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს. წელს მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.”-თქვა ბექა ბექაურმა

 

8 ტურის შემდეგ, “ბათუმს” 4 მოგება, 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

 

საკალათბურთო კლუბ “ბათუმის” მედია პარტნიორია Qomagebi.ge

Share