მსოფლიო აღიარება – ლაშა შავდათუაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტია

ილია სულამანიძემ წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში გაიმარჯვა
დეკემბერი 18, 2021 22:35
შავმა ლომმა მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა
დეკემბერი 18, 2021 23:57

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის  მიერ საკუთარ ვებგვერდზე ჩატარებული გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად,  2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე დიდი ტურნირი-ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპა აქვს მოგეებული. მსოფლიოს გარდა, ლაშამ წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს.

შეგახსენებთ, წლის ამომავალი ვარსკვლავი ილია სულამანიძე გახდა.

Share