გამარჯვება ამხანაგურ მატჩში – საქართველომ სერბეთი დაამარცხა

შავმა ლომმა მოიგო და პლეი-ოფი გაინაღდა
დეკემბერი 18, 2021 23:57
▶️ VIDEO ყუმბარისებული დარტყმა – მიქელთაძემ “მაკარტურს” ულამაზესი ჯარიმა გაუტანა
დეკემბერი 19, 2021 10:35

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა. (4-3)

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა – ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ელისანდრომ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები შეტევაში გააქტიურდნენ და მე-9 წუთზე სერბეთის ნაკრებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღო. სტეფან რაკიჩის დარტყმული ბურთი თორნიკე ბუკიამ მოიგერია. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

​მეორე ტაიმის საწყის წუთებზე საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 21-ე წუთზე სერბეთის ნაკრებს თალესმა გაუტანა, 22-ეზე კი შედეგიანი დარტყმა ელისანდრომ შეასრულა. შეხვედრა ავთანდილ ასათიანი გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 29-ე წუთზე ელისანდრომ მეტოქეს მეოთხე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ და ორწუთიან მონაკვეთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 35-ე წუთზე რამიჩმა გაიტანა, 37-ე წუთზე კი, ტომიჩმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2022 წლის იანვარ/თებერვალში, ნიდერლანდებში, ამსტერდამსა და გრონინგენში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს ემსახურებოდა ამხანაგურ მატჩთა სერია სერბეთის წინააღმდეგ.

გარდა დღევანდელი მატჩისა საქართველოს ნაკრები სერბეთს ორი დღის წინ, ამავე დარბაზში დაუპირისპირდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ელისანდროს გოლით მეტოქეს ამარცხებდნენ, საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი უახლოეს მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.

Share