“მთავარია, ბევრს შრომობს – მალე მეტი სათამაშო დრო მიეცემა” – ფაჩულია ბითაძეზე

“ხვიჩა ევერტონში? შესაძლებელია, იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ” – კანჩელსკისი
დეკემბერი 19, 2021 21:04
კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა – კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ…
დეკემბერი 19, 2021 22:22

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა.

“ძალიან მახარებს ბითაძისა და მამუკელაშვილის ამბავი. ასევე გამოვარჩევდი ბეჟანიშვილს, რომელიც G ლიგაში თამაშობს. 3 ქართველი NBA-ში – ეს საოცრად მაგარი ფაქტია.

რაც შეეხება გოგას, მას რამდენიმე რთული წელი ჰქონდა, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს არის პროცესი. უნდა შევხედოთ, როგორც ერთ დიდ სურათს. არაა მარტივი NBA-ში მიხვიდე და მაშინვე თამაში დაიწყო.

ყველაფერთან ერთად, გოგას გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ამ დროს გიწევს ყველაფრის თავიდან ჩვენება და დამტკიცება. მთავარია, რომ გოგა ბევრს შრომობს და სამოყვარულო ლიგაში ყოველთვის კარგი სტატისტიკა აქვს, რისთვისაც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, რომ მას უფრო მეტი სათამაშო დრო მალე მიეცემა”- თქვა ფაჩულიამ.

Share