ქეცბაია: “ახლა ერთადერთი მიზანი გვაქვს…”

▶️ VIDEO – ლევან ყენიას გოლი ”შალკეს” მაისურით
დეკემბერი 19, 2021 14:44
VIDEO ნიკა კვეკვესკირის საოცარი სილამაზის გოლი
დეკემბერი 19, 2021 18:54

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” “ახნასს” სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა: გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ.

ქეცბაიამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“რთული თამაში მოვიგეთ. მთელი თამაში უკეთესები ვიყავით და მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით. მეორე ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და სამართლიანად მოვიგეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს.

“პარტიზანთან” შეხევედრამდე ორი მიზანი გვქონდა: ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულება და კვირპოსის ჩემპიონატში მაღალი საფეხურის დაკავება. მართალია, კონფერენსლიგაზე წარმატებით ვერ ვიასპარაზეთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით მაინც ძალიან ამაყი ვარ. ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩის მოგებით ბედნიერი ვარ. ახლა ერთადერთი მიზანი გვაქვს, ეროსაგზურის მოპოვება,”- განაცხადა ქეცმაიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში ანორთოსისი მე-4 ადგილზე იმყოფება.

Share