▶️ VIDEO – ლევან ყენიას გოლი ”შალკეს” მაისურით

▶️ VIDEO – მამუკელაშვილის სასტარტო და 17 ქულა – ქართველმა NBA-ში ბრწყინვალედ ითამაშა
დეკემბერი 19, 2021 10:54
ქეცბაია: “ახლა ერთადერთი მიზანი გვაქვს…”
დეკემბერი 19, 2021 18:15

2009 წლის 1 აგვისტოს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში გელზენკიხის “შალკე 04”  კიოლნში “გერმანია ვინდეცკს” ესტუმრა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

გელზენკიხელთა შემადგენლობაში ითამაშა და შესანიშნავი გოლი გაიტანა იმ დროისთვის 19 წლის ლევან ყენიამ, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, გოლის გატანა კი 68-ე წუთზე მოახერხა.

ლევან ყენია გერმანული “შალკე 04” ის შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხებოდა, ტრავმებიდან და სხვა პრობლემებიდან გამომდინარე ქართველ ნახევარმცველს გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 14 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც სწორედ ამ ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

Share