“ხვიჩა ევერტონში? შესაძლებელია, იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ” – კანჩელსკისი

ერთა ლიგა და კარგად ნაცნობი მეტოქეები – ყველაფერი საქართველოს ჯგუფზე
დეკემბერი 19, 2021 19:35
“მთავარია, ბევრს შრომობს – მალე მეტი სათამაშო დრო მიეცემა” – ფაჩულია ბითაძეზე
დეკემბერი 19, 2021 21:40

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას “ევერტონში” შესაძლო ტრანსფერზე  Rb Sport-თან ისაუბრა.

ხვიჩასევერტონშიტრანსფერი  შესაძლებელია, იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ.  ამ შემთხვევაში ყველაფერი ხვიჩაზე  იქნება დამოკიდებული, თუ იგი შეძლებს და სწრაფად ისწავლის ენას, აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას, შეძლებს სწრაფად მოერგოს პრემიერლიგას“, – თქვა კანჩელსკისმა

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელია, კლუბში 2019 წლიდან ირიცხება. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა  და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონი ქართველი ნახევარმცველისთვის საუკეთესო ნამდვილად არ არის. კვარაცხელიამ 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის “რუბინი”  22 ქულით მე-10 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში ამჟამად შესვენებაა და ყაზანელები შემდეგ შეხვედრას თებერვალში გამართავენ.

Share