კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა – კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ…

“მთავარია, ბევრს შრომობს – მალე მეტი სათამაშო დრო მიეცემა” – ფაჩულია ბითაძეზე
დეკემბერი 19, 2021 21:40
რადინი დინამოდან და კიდევ ორი ლოკომოტივიდან – ბათუმის დინამოს ტრანსფერები
დეკემბერი 20, 2021 00:13

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ვალენსიამ” თბილისის “დინამოდან” გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი უკვე გამოისყიდა და ფეხბურთელიც ოფიციალურად გახდა ესპანური კლუბის საკუთრება.

Qomagebi.ge-მ ამბის გარკვევა სცადა და დანამდვილებით გეტყვით, რომ კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა და შესაბამისად გავრცელებული ინფორმაციაც მტკნარი სიცრუეა.

მამარდაშვილი ამჟამად თბილისის “დინამოს” საკუთრებაა. ახალგაზრდა მეკარე ზაფხულში “ვალენსიაში” იჯარის წესით გადავიდა, ესპანელებმა კი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს. ჩვენი უტყუარი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა კლუბმა “დინამოსთან” მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია – ქართული კლუბი მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა მანამდე შეთანხმება უნდა შედგეს ფეხბურთელთანაც.

ახლა ვალენსია კონტრაქტის პირობებზე უკვე თავად ფეხბურთელს ესაუბრება. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი 4-წლიან კონტრაქტზეა. სავარაუდოდ შეთანხმებას ხელს არც არაფერი შეუშლის და შესაბამისად, უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება, თუმცა იქამდე სანამ ხელმოწერა არ გაკეთებულა, ქართველი მეკარე კვლავ “დინამოს” საკუთრებად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა წელს ლა ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ითამაშა “რეალთან” და “სევილიასთან” … ასევე დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებიც.

Share