რადინი დინამოდან და კიდევ ორი ლოკომოტივიდან – ბათუმის დინამოს ტრანსფერები

კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა – კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ…
დეკემბერი 19, 2021 22:22
ვესტ ჰემი კვარაცხელიას შეძენას იანვარში შეეცდება
დეკემბერი 20, 2021 13:03

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ქართული გუნდები საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებაზე გადაერთვნენ.

ახალი სეზონისთვის ემზადება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის დინამოც, რომელმაც ქვეყნის სახელი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა დაიცვას.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის დინამომ გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმელებმა თბილისის დინამოდან მილან რადინიც დაიმატეს.

რადინის ტრანსფერი სანდო წყარომ დაგვიდასტურა. ექსკლუზიურად შევიტყვეთ ისიც, რომ აჭარული გუნდი თბილისის “ლოკომოტივის” ორი გამორჩეული ფეხბურთელის, ულად ომარ იმრანისა და თორნიკე კირკიტაძის დამატებაზეც მუშაობას და მოლაპარაკებების დასრულებასთან კლუბი უკვე ახლოსაა. დიდი ალბათობით, ორივე ფეხბურთელი ახალ სეზონს ბათუმში დაიწყებს.

25 წლის კირკიტაძე წლების განმავლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა წელს ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ის მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. ჭიაბრიშვილის ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა – კირკიტაძემ წელს ეროვნულ ლიგაში 5 გოლი გაიტანა, ფლანგიდან კი სისწრაფის ხარჯზე თავისი გუნდის შეტევებს მუდმივად ამწვავებდა.

რაც შეეხება იმრანს, ნიდერლანდელმა ლოკომოტივში ორი წელი გაატარა. თუ კი გასულ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 3 გოლი იყო, წელს 24 წლის ფეხბურთელმა 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ლოკომოტივის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა.

Share