ვესტ ჰემი კვარაცხელიას შეძენას იანვარში შეეცდება

რადინი დინამოდან და კიდევ ორი ლოკომოტივიდან – ბათუმის დინამოს ტრანსფერები
დეკემბერი 20, 2021 00:13
საბა ლობჯანიძე – ბათუმელი ქომაგის გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება
დეკემბერი 20, 2021 14:59

გამორჩეული ქართველი ტალანტის და ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ საუბრები არ წყდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ ქართველის შეძენით პრემიერლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.ახლა კი, football insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემმა” კვარაცხელიას შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა და ყაზანის “რუბინს” ქართველ შემტევზე სატრანსფერო ინფორმაციის გამოსათხოვად დაუკავშირდა.

როგორც football insider-ის სტატიაში წერია, “ჩაქუჩები” კვარაცხელიას გადაბირებას იანვარში შეეცდებიან და “რუბინს” მის სანაცვლოდ 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ამავე გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენით” “ევერტონი” და “საუთჰემპტონიც” არიან დაინტერესებულნი.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “რუბინის” მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი, 3 საგოლე პასი მიითვალა.

Share