Transfermarkt-მა ფასები გაანახლა – კვირკველიას და წიტაიშვილის ღირებულება შემცირდა

▶️VIDEO ჯაბა კანკავა – 100 მატჩი ეროვნულ ნაკრებში
დეკემბერი 20, 2021 17:03
ახალი ბომბარდირი ძველის გზაზე ?
დეკემბერი 20, 2021 23:07

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Transfermarkt.de-მ უკრაინის პრემიერლიგის მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

უკრაინული “მეტალისტ 1925”-ს მცველი საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს 10 მილიონ ევროს შეადგენდა, კიდევ ერთი მილიონით შემცირდა და ამჟამად, მისი ღირებულება 1.5 მილიონს შეადგენს.

200 000-ით გაიაფდა და მილიონ ევროს შეადგენს საქართველოს ნაკრების და ოდესის “ჩერნომორეცის” ნახევარმცველის გიორგი წიტაიშვილის ღირებულება.

კოვალივკას “კოლოსის” თავდამსხმელი ნიკა სიჭინავას სატრანსფერო ღირებულება 100 000-ით შემცირდა: 27 წლის შემტევი 400 000 ევროდ ფასობს.

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც პროგრესი განიცადა ბექა ვაჩიბერაძეა. 24 წლის ნახევარმცველის ღირებულება 100 000-ით გაიზარდა და 300 000 ევროს შეადგენს.

Share