ახალი ბომბარდირი ძველის გზაზე ?

Transfermarkt-მა ფასები გაანახლა – კვირკველიას და წიტაიშვილის ღირებულება შემცირდა
დეკემბერი 20, 2021 21:20
“უკრაინაში რაღაც არ გამომდიოდა… აქ მიზანი ჩემპიონობაა” – დინამოს ახალწვეულის ინტერვიუ
დეკემბერი 21, 2021 02:38

ყაზახური გამოცამის Meta-ratings.kz ცნობით, თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი ახალ სეზონს ყაზახეთის ჩემპიონატში დაიწყებს. გამოცემის ინფორმაციით, აგენტი ერთბაშად რამდენიმე იქაურ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

წინა სეზონში ჩემპიონატის ბომბარდირი გორის “დილას” ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი გახდა, უკრაინელმა 10 გოლის გატანა მოახერხა. მისი არჩევანი კი ყაზახური “აკჟაიკი” აღმოჩნდა. როგორც ჩანს მარუშიჩიც სწორედ იმავე ჩემპიონატში თამაშის გადაწყვეტილებას იღებს.

საუბარია ყაზახეთის შემდეგ კლუბებზე: “თურანი”, “ატირაუ”, “შახტიორი” და “აქტობე”.

შეგახსენებთ, რომ მარუშიჩი ახლახან დასრულებულ სეზონში 16 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Share