საბა ლობჯანიძე – ბათუმელი ქომაგის გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება

ვესტ ჰემი კვარაცხელიას შეძენას იანვარში შეეცდება
დეკემბერი 20, 2021 13:03
▶️VIDEO ჯაბა კანკავა – 100 მატჩი ეროვნულ ნაკრებში
დეკემბერი 20, 2021 17:03

ს.კ ბათუმმა დეკემბრის თვეში ჩატარებული 3 თამაშიდან ყველა მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება და მერვე ტურის შემდეგ გუნდს მოგება-წაგების ბალანსი 4-4 გაუხდა.

შავიზღვისპირელებს სუპერ ლიგის პირველ წრეში ორი მატჩი დარჩათ სათამაშო, ბათუმში ტიტების წინააღმდეგ, ხოლო გასვლაზე კი ოლიმპთან.

კალათბურთის ფედერაციის თქმით მეცხრე ტურიდან,სუპერლიგის მატჩებზე უკვე მაყურებელსაც შეეძლება დასწრება.

ამ ყველაფერზე QOMAGEBI.GE-სთან გუნდის ახალწვეულმა საბა ლობჯანიძემ ისაუბრა:

დეკემბრის თვეში სამი მოგებული თამაშის შემდეგ როგორი შემართებაა და როგორი განწყობაა გუნდში…

– რა თქმა უნდა, ზედიზედ სამ მოგებულ თამაშს დადებითად შევაფასებდი. გუნდში კარგი გაანწყობაა, ამ მოგებებით არაფერი დამთავრებულა და ეს ჩვენი მთავარი მიზანი არ ყოფილა. პირველ წრეში კიდევ ორი თამაში გვაქვს დარჩენილი “ტიტებთან” და “ოლიმპთან”. ჩვენი მიზანია ორივე თამაში მოვიგოთ და ცხრილში მაღალი ადგილი დავიკავოთ.. ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით.

ტიტებთან ყველა მძიმე მატჩს ელოდება რას ფიქრობ,  როგორ თამაშს იხილავს ბასკოში მოსული ხალხი?

-ტიტების” წინააღმდეგ თამაში დაძაბული და საინტერესო იქნება. ამ შეხვედრაში გულშემატკივრის უპირატესობა გვექნება,რაც ძალას შეგვმატებს პარკეტზე გასულ ბიჭებს,რათა სასურველი შედეგი დავდოთ.

ოფიციალურ მატჩებზე მაყურებელის დასწრება შესაძლებელი გახდა,რას იტყოდი ბათუმელ  ქომაგებზე?

– ის ფაქტი, რომ მაყურებლის დასწრება შეხვედრებზე შესაძლებელია,ძალიან მაბედნიერებს. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ბათუმელი გულშემატკივარი და ფან-კლუბი რომელიც მეექვსე მოთმაშეა პარკეტზე, თამაშს დაესწრა ისე,როგორც ამას პანდემიამდე აკეთებდნენ და გვიგულშემატკივრებენ ბოლომდე.. ისინი დიდ როლს თამაშობენ გამარჯვებებში და მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ბათუმისა და ტიტების შეხვედრა 23 დეკემბერს 18:00 სთ-ზე ბასკოს დარბაზში გაიმართება

ს.კ ბათუმი მედია მხარდამჭერია QOMAGEBI.GE

Share