კვეკვესკირი: “თუ უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ, მხოლოდ მაშინ ვურტყამ”

თბილისის დინამომ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
დეკემბერი 21, 2021 20:20
ბათუმის “დინამოს” მორიგი ტრანსფერი – მონტენეგროელი ფლანგის შემტევი ყაზახეთიდან
დეკემბერი 21, 2021 21:16

პოლონეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში პოზნანის “ლეხმა” “გორნიკი” 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პოლონური გამოცემასთან კვეკვესკირმა შეხვედრა შეაფასა.

“როდესაც ბურთს ვიღებ, ჩემს თავში ბევრი რამ ხდება. პირველი, რასაც ვაკეთებ, გუნდელებს ვაკვირდები. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ყოველთვის იყოს უკეთეს მდგომარეობაში. თუ უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ, მაშინ ვურტყამ. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო გოლის დროს, ამიტომ დავარტყი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

არ მახსოვს, ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი. ეს არის გამარჯვება და საშობაო საჩუქარი ჩვენი გულშემატკივრისთვის. “გორნიკსაც” ჰქონდა მომენტები, მაგრამ ჩვენმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი კარგად გააკეთა, ეს გამარჯვება გვჭირდებოდა”, – განაცხადა კვეკვესკირმა

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გუნდი კი 41 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

Share