“უკრაინაში რაღაც არ გამომდიოდა… აქ მიზანი ჩემპიონობაა” – დინამოს ახალწვეულის ინტერვიუ

ახალი ბომბარდირი ძველის გზაზე ?
დეკემბერი 20, 2021 23:07
ტატო გრიგალაშვილი წელს საერთო რეიტინგის ლიდერად ასრულებს
დეკემბერი 21, 2021 12:13

სამი დღის წინ თბილისის “დინამომ” უკრაინელი თავდამსხმელის სტანისლავ ბელენკის ტრანსფერი გამოაცხადა. 23 წლის ფეხბურთელთან 2+1 სისტემით კონტრაქტი გაფორმდა.

2021 წლის გათამაშებაში ბელენკიმ დინამო ბრესტის რიგებში 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამ შედეგით მესამე იყო. ფეხბურთელი თბილისელთათვის ნაცნობ გუნდს, სლოვაკურ “დუნაისკა სტრედას” ეკუთვნოდა.

უკრაინული გამოცემა Tribuna-მ დინამოს ახალწვეულთან ინტერვიუ ჩაწერა.

– რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში თამაში?
– სპორტული დირექტორი დამიკავშირდა. მითხრა კლუბსა და მის ამბიციებზე. ჩამოვედი, კლუბის ინფრასტრუქტურას გავეცანი, ყველაფერი მომეწონა და შემოთავაზებას დავთანხმდი. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, კლუბის ამბიციების გამო მივიღე. ახლა თბილისში ვარ, მაგრამ უკრაინაში მალე დავბრუნდები, დინამოს კი იანვრის დასაწყისში შევუერთდები.

იყო წინადადებები უკრაინიდან, მაგრამ არ დავკონკრეტდები. თავად გადავწყვიტე, რომ ევროპაში ძალების მოვსინჯავდი, უკრაინულ ფეხბურთში რაღაც არ გამომდიოდა.

– კიდევ ერთი დინამოს – ბრესტის ღირსებას იცავდი. რატომ გადაწყვიტეთ ბელარუსიდან წასვლა და დარჩა თუ არა რაიმე დავალიანება კლუბის ხელმძღვანელობას?
– კი, დავალიანება არსებობს, მაგრამ გასტუმრებას გვპირდებიან, მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ბელარუსს კარგი ჩემპიონატი აქვს, მაგრამ ჩემი წასვლის მიზეზი პოლიტიკაა.

– ერთი შეხედვით, რით განსხვავდება საქართველო უკრაინისა და ბელარუსისგან?
– პირველ რიგში, კლიმატი. ახლა აქ ძალიან თბილა.

– დრო გქონდათ ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად?
– ვეგეტარიანელი ვარ, ხაჭაპური გავსინჯე. ძალიან გემრიელია.

– რაზე ისაუბრეთ მწვრთნელთან და რა ენაზე იყო საუბარი – ქართულად, ინგლისურად თუ რუსულად?
– კი, რუსულად ვისაუბრეთ, მაგრამ ინგლისურიც ვიცი. მწვრთნელმა თქვა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა, მაგრამ გუნდს ჯერ არ შევხვედრილვარ. გუნდს ახალ სეზონში საქართველოში ყველაფრის მოგება დაევალა – ჩემპიონატი და თასი. ამჟამად, ბათუმის დინამოა ჩემპიონი, მაგრამ ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის.

Share