მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგი – რომელ ადგილზეა საქართველო

VIDEO ძალიან ლამაზი გოლები – ეროვნული ლიგის TOP 10
დეკემბერი 21, 2021 16:36
“ეგონა ძირითადში ადგილს “ლანგრით” მიართმევდნენ”-გაჯიმურადოვი გაგნიძეზე
დეკემბერი 21, 2021 19:03

მსოფლიო რაგბიმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა.

“ბორჯღალოსნებს” 2021 წელს 1.54 ქულა შეემატათ და კლასიფიკაციაში კვლავ მე-12 ადგილზე არიან. საქართველოს ნაკრების წინ ფიჯია, რომელიც სამ ქულაზე მეტით გვისწრებს.

“ბორჯღალოსნების” უახლოესი მდევარი სამოას ნაკრებია, მათ შემდეგ 6 ერის აუტსაიდერი იტალიაა. მსოფლიო რაგბის რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ლიდერობს. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა. მესამეზე კი, ინგლისი. “ბორჯღალოსნებმა” 2021 წელს 9 შეხვედრა ჩაატარეს, საიდან 6 მოიგეს, 2 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

Share