ბათუმის “დინამოს” მორიგი ტრანსფერი – მონტენეგროელი ფლანგის შემტევი ყაზახეთიდან

კვეკვესკირი: “თუ უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ, მხოლოდ მაშინ ვურტყამ”
დეკემბერი 21, 2021 20:20
VIDEO აზაროვის 1 წელი ბათუმში – ის, რის გამოც მასზე მოთხოვნა გაიზარდა
დეკემბერი 21, 2021 23:10

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Transfermarkt.de-ს მიხედვით, ბათუმის დინამომ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.

საუბარია მონტენეგროს 19 და 21-წლამდელელთა ნაკრების ფლანგის შემტევზე. მარცხენა ფლანგის შემტევი სტეფან დენკოვიჩი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურს მოირგებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი თავად ფეხბურთელმაც გამოაქვეყნა. “მალე შევხვდებით”, – დაწერა მან.

30 წლის მონტენეგროელი შემტევი ბოლოს ყაზახეთის პრემიერ ლიგის “კაისარის” მაისურს ირგებდა.

სხვადასხვა დროს  ასევე “ცრვენა ზვეზდას”, “ჰაპოელ ჰაიფას”, “ვოივოდინას”, “პუშკაშ აკადემიას” და “სუტიესკას” შემადგენლობაში თამაშობდა.

Share