თბილისის დინამომ ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

სწავლა ფეხბურთის პარალელურად – ინტერვიუ ნიკა ჭანტურიასთან
დეკემბერი 21, 2021 20:11
კვეკვესკირი: “თუ უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ, მხოლოდ მაშინ ვურტყამ”
დეკემბერი 21, 2021 20:20

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო”, რომელმაც იანვარში დიდი რეორგანიზაცია დაანონსა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობს.

ამჯერად თბილისელებმა ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი დიმიტრი ანტილევსკი დაიმატეს. 24 წლის ანტილევსკი ბორისოვის “ბატეს” აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი: “ბატე II”, “დნეპრის”, “მინსკის”, მინსკის “დინამოს” და ჟოდინოს “ტორპედოს” ღირსებას იცავდა.

ბოლო ორი სეზონი მან სწორედ “ტორპედოში” ჩაატარა და 59 შეხვედრაში 16 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ანტილევსკის ბელარუსის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

Share