საქართველო ყირგიზეთთან დამარცხდა

“ეგონა ძირითადში ადგილს “ლანგრით” მიართმევდნენ”-გაჯიმურადოვი გაგნიძეზე
დეკემბერი 21, 2021 19:03
სწავლა ფეხბურთის პარალელურად – ინტერვიუ ნიკა ჭანტურიასთან
დეკემბერი 21, 2021 20:11

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფარგლებში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანმა დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ გადახილესებული შემადგენლობით ჩაატარა და ძირითადად ქართველ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვიდრე ლეგიონერებს. მატჩი საქართველოს ნაკრებმა ატიურად დაიწყო და “ჯვაროსნები” მალევე დაწინაურდნენ. რონინიოს და ლორენსოს კომბინაციის შემდეგ, ყირგიზების კარი ირაკლი თოდუამ აიღო. საქართველოს ნაკრებს დიდი უპირატესობა ჰქონდა და გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ ვაღწევდით. ჩვენი გუნდი საკმაოდ ბევრს უტევდა და დაცვაში ბევრი ხარვეზები გვქონდა. ყირგიზებმა ტაიმის მიწურულს კონტრშეტევებზე ორი გოლი გაგვიტანეს. რამდენჯერმე კი, საქართველოს ნაკრების კარი ზვიად კუპატაძემ იხსნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტად აქტიურობდა და ყირგიზები მხოლოდ დაცვაში იდგნენ. საბოლოოდ, 1:2 და საქართველო ყირგიზეთთან პირველ მატჩში დამარცხდა. ხვალ, საქართველო-ყირგიზეთი მეორე მატჩს გამართავს.

ყირგიზეთამდე საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი სერბეთის წინააღმდეგ გამართა. ერთი მატჩი საქართველომ მოიგო (4:3), მეორე კი, ფრედ დასრულდა (1:1)

Share