ტატო გრიგალაშვილი წელს საერთო რეიტინგის ლიდერად ასრულებს

“უკრაინაში რაღაც არ გამომდიოდა… აქ მიზანი ჩემპიონობაა” – დინამოს ახალწვეულის ინტერვიუ
დეკემბერი 21, 2021 02:38
უკრაინის პრემიერლიგის გუნდი “საბურთალოს” ნახევარმცველით ინტერესდება
დეკემბერი 21, 2021 14:36

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 2021 წელს საერთო რეიტინგის ლიდერად ასრულებს.

ტატოს 6592 ქულა აქვს და გარდა თავის წონაში ლიდერობისა, საერთო ჩათვლაშიც პირველია. გრიგალაშვილმა წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა. -73 კილოგრამდე წონით კატეგორიას ლიდერობს 2021 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი-ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ წონებს, ქართველთა შორის ასევე ათეულში ხვდებიან:

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი (#2)
-90 კგ ლაშა ბექაური (#2)
-90 კგ ბექა ღვინიაშვილი (#9)
-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი (#4)
-100 კგ ილია სულამანიძე (#9)
+100 კგ გელა ზაალიშვილი (#4)
+100 კგ გურამ თუშიშვილი (#6)

Share