უკრაინული გამოცემის sportanalytic.com-ის ცნობით, უკრაინული “ლვოვი” თბილისის “საბურთალოს” მოლდოველი ნახევარმცველის დმიტრი მანდრიჩენკოს ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის შემტევი საბურთალომ სეზონის წინ დაიმატა და ის წელს თბილისელთა ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა.
მოლდოველმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 9 გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მოლდოველი ნახევარმცველი სხვადასხვა დროს: “შერიფის”, “ვორსკლას” და კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. ის ასევე, “დინამო-ავტო”, “სპიკულის” და “სფ.ჯორჯი” მაისურს ირგებდა
შეგახსენებთ, რომ წელს მანდრიჩენკომ საბურთალოსთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.