ფრე ყირგიზეთთან – ფუტსალის ნაკრებმა შეკრება დაასრულა – წინ ევროპის ჩემპიონატია

წიტაიშვილი და ზივზივაძე ერთად? – უნგრეთში შესაძლო ტრანსფერზე წერენ
დეკემბერი 22, 2021 19:22
შუშიაშვილის ჰეთ-რიკი დინამოს წინააღმდეგ-ქართული გუნდი ისევ დამარცხდა
დეკემბერი 22, 2021 20:06

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე დასკვნითი, მე-4 ამხანაგური მატჩი გამართა.

ჯვაროსნები გუშინდელის მსგავსად ყირგიზეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ამჯერად მატჩი ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს.

ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე ამხანაგურ მატჩთა სერიაში 4 მატჩი გამართა, საიდანაც ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი მოიგეს, ორი ფრედ ითამაშეს, ერთ შემთხვევაში კი დამარცხდნენ.

ჩვენი ნაკრები იანვარში თავისთვის ისტორიულ პირველ ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, ჩვენი ნაკრების მეტოქეები აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან, ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 22 იანვრიდან დაიწყება, მატჩებს ამსტერდამი და გრონინგენი უმასპინძლებს.

Share