ხმების 32,5 % – ით – ზაქარია ბეგლარიშვილი გულშემატკივართა საუკეთესო გახდა

შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და მორიგი Mvp-ის წოდება
დეკემბერი 22, 2021 12:17
ხვიჩა რუბინს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს – რუბინის დირექტორი შესაძლო ტრანსფერზე
დეკემბერი 22, 2021 14:33

Socernet.ee – მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივართა აზრით, გამარჯვებული ზაქარია ბეგლარიშვილი გახდა.

ქართველმა ფეხბურთელმა საერთო ხმების 32,5% მიიღო, რითიც მე-2 ადგილზე გასულ კონკურენტს 5,9% აჯობა და ტიტულიც მოიპოვა.

ბეგლარიშვილს ესტონეთში მართლაც, რომ გამორჩეული სეზონი ჰქონდა, ესტონური პასპორტის მქონე ქართველმა ფეხბურთელმა 32 თამაშში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა, გარდა ამისა ბეგლარიშვილუს კლუბი “ლევადია” ესტონეთის ჩემპიონატი გახდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აჯობა ტალინის “ფლორას” რომელიც უეფას კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის “გენტთან” და ქართველების “ანორთოსისთან” ერთად ასპარეზობდა.

ზაქარია ბეგლარიშვილი გარდა გულშემატკივართა რჩეულობისა, ესტონეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, ფეხბურთელმა თავის პოზიციაზე ხმების 79% მიიღო.

 

ესტონეთში გაჩემპიონების შემდეგ ბეგლარიშვილთან  ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რომლის ხილვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ.

 

Share