ჩაკვეტაძეში მანჩესტერი 6 მილიონ ევროს იხდიდა – ახლა კი კარგი გუნდის მოძებნა ძალიან გაუჭირდება

▶️ VIDEO – გოლი ისტორიიდან – გიორგი ქინქლაძის შედევრი უელსის ნაკრების კარში
დეკემბერი 22, 2021 20:56
ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილმა აპოლონი დატოვა
დეკემბერი 23, 2021 09:08

ბელგიურ პრესაში, ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი კვლავ არ ცხრება. ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე თამაშია “გენტის” სამატჩო განაცხადში ვერ ხვდება, რასაც   voetbalnieuws.be-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა.
“ელეგანტური და ტექნიკურად საზრიანი შემტევი ნახევარმცველი უკვე ოთხი წელია ბელგიის მოედანზე ერთ-ერთ უდიდეს ნიჭად ითვლება, მაგრამ რამდენიმე ხანგრძლივმა ტრავმამ ხელი შეუშალა მას სრული პოტენციალის განვითარებასა და წარმოჩენაში. მიმდინარე  სეზონის დასაწყისში ჩანდა, რომ “ჩაკს” შეეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა გენტში, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ჰაინ ვანჰეზბრუკი თავდაპირველად ეტაპობრივად ტვირთავდა ქართველს, რაც ტრავმისადმი მიდრეკილი სტატუსიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის სწორი გზაა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ, პირველი თამაში “მეხელენთან” ჩაატარა და ის 21 წუთი საკმარისი იყო მისი კლასის წარმოსაჩენად : “მას ჯერ კიდევ კარგი ფეხები აქვს”- აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ.
მიუხედავად პოზიტიური ნიშნებისა, ჩაკვეტაძისთვის სეზონი ისე ვერ განვითარდა, როგორც ყველას სურდა. ჩემპიონატში გამართულ უკანასკნელ 6 თამაშში ქართველი განაცხადშიც კი ვერ მოხვდა და თითქოს უკვალოდ გაქრა. გიორგის გარშემო არსებულ სიტუაციაზე, დეკემბრის დასაწყისში მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პრობლემა ფეხბურთელის დამოკიდებულებაში იყო და მისი უთამაშებლობაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა დაებრალებინა.
ჯერ კიდევ, 2018 წელს მიშელ ლუვაგიმ (გენტის დირექტორი) უარი თქვა ტოტენჰემის სატრანსფერო შეთავაზებაზე ჩაკვეტაძისთვის. „ამ ზაფხულს გიორგისთვის 15 მილიონი ევროც რომ მივიღოთ, არ გავუშვებთ. გვსურს ის გენტში კიდევ ერთი ან ორი წელი შევინარჩუნოთ“. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა ჰაინ ვანჰეზბრუკი დღესაც ამბობს რომ ქართველის დათმობა არ სურს.
ბელგიურ პრესა ასევე ვარაუდობს, რომ ინფორმაცია რომელიც გავრცელდა ქართველის შესაძლო ტრანსფერზე, შესაძლოა მართალიც იყოს.
“ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბი არის მზად მის გადასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს ნამდვილი ვარსკვლავის პოტენციალი აქვს, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის..
ამიტომ ქართველისთვის უდავოდ რთული იქნება ახალი გუნდის მოძებნა.  2017 წელს, ევროპული ტოპ-კლუბები მისთვის რიგში იდგნენ. მაშინ ლევერკუზენის ბაიერმა, მიუნხენის ბაიერნმა, ტოტენჰემმა, ბორნმუთმა და ჰოფენჰაიმმა შემტევ ჩაკვეტაძეზე ყურადღება გაამახვილეს, მანჩესტერ იუნაიტედმა კი 6 მილიონი ევროს შეთავაზებაც კი გააკეთა. მაგრამ ბუფალოებმა მისი შეძენა მაინც შეძლეს, რადგან უკვე შეთანხმებული ჰქონდათ კონტრაქტი თბილისის “დინამოსთან”.

ამავე საიტზე გამოკითხვაც ტარდება – შედეგების მიხედვით  41 % თვლის რომ ჩაკვეტაძემ გუნდი უნდა დატოვოს.

Share