შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და მორიგი Mvp-ის წოდება

VIDEO აზაროვის 1 წელი ბათუმში – ის, რის გამოც მასზე მოთხოვნა გაიზარდა
დეკემბერი 21, 2021 23:10
ხმების 32,5 % – ით – ზაქარია ბეგლარიშვილი გულშემატკივართა საუკეთესო გახდა
დეკემბერი 22, 2021 14:21

საქართველოს ნაკრების ცენტრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში შერმადინის “ტენერიფე” იტალიურ “სასარის” დაუპირისპირდა და 84:63 დაამარცხა. შერმადინმა პარკეტზე 19:04 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი +19 იყო და იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

შერმადინის “ტენერიფემ” ჯგუფი 4 მოგებით და 2 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა.

Share