ხვიჩა რუბინს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს – რუბინის დირექტორი შესაძლო ტრანსფერზე

ხმების 32,5 % – ით – ზაქარია ბეგლარიშვილი გულშემატკივართა საუკეთესო გახდა
დეკემბერი 22, 2021 14:21
წიტაიშვილი და ზივზივაძე ერთად? – უნგრეთში შესაძლო ტრანსფერზე წერენ
დეკემბერი 22, 2021 19:22

Sports.ru ყაზანის “რუბინის” გენერალური დირექტორის, რუსტამ საიმონოვის კომენტარს ავრცელებს,  სადაც საუბარია ყაზანის “რუბინის” ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე.

კლუბის დირექტორს ჰკითხეს, წავა თუ არა გუნდიდან კვარაცხელია ზამთარში.

”სლუცკიც რჩება და ხვიჩაც. თუ 20 მილიონს შემოგვთავაზებენ, უარს ვერ ვიტყვი” – განუცხადა Sports.ru-ს საიმონოვმა.

მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიამ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

მიუხედავად არც თუ ისე კარგი სეზონისა ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კვარაცხელიას შეძენით “ევერტონი” და “ვესტ- ჰემი” ინტერესდებიან.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” ღირსებას 2018/19 წლების სეზონიდან იცავს. საუკეთესო პერიოდი ქართველ ფეხბურთელს 2019/20 სეზონში ჰქონდა, როდესაც პრემიერლიგურ 23 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ამავე პერიოდში, გარდა “რუბინში” წარმატებით თამაშისა, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინავდა: ერთა ლიგის 2021/22 წლის გათამაშებაში ქართველმა ფეხბურთელმა 3 თამაშში 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და თბილისში მაკედონიის წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

Share