წიტაიშვილი და ზივზივაძე ერთად? – უნგრეთში შესაძლო ტრანსფერზე წერენ

ხვიჩა რუბინს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს – რუბინის დირექტორი შესაძლო ტრანსფერზე
დეკემბერი 22, 2021 14:33
ფრე ყირგიზეთთან – ფუტსალის ნაკრებმა შეკრება დაასრულა – წინ ევროპის ჩემპიონატია
დეკემბერი 22, 2021 19:54

Nevzetimsport.hu ინფორმაციით, შესაძლოა გიორგი წიტაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი “ფეჰერვარში” გადავიდეთ.

საუბარია ქართველი ფეხბურთელის იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით. გავრცელებული ინფორმაციით, თუ იჯარა შედგა, ფეჰერვარს კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვა ორ მილიონ ევრომდე დაუჯდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბის დირექტორმა ამ თემაზე  კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე სიახლე იქნება ამას კლუბი ოფიციალურად დაადასტურებს.

21 წლის წიტაიშვილი კიევის “დინამოს” საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით “ჩერნომორეცში” თამაშობს და მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.

ფეხბურთელს კარიერის ადრეული წლები უკრაინაში აქვს გატარებული. უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში წიტაიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ფინალში, კორეის წინააღდმეგ კარგი გოლიც გაიტანა. წე;ს ახალგაზრდა გარემარბმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ უნგრული “ფეჰერვარის” რიგებში თამაშობს ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ამ სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ”ფეჰერვარი” უნგრეთის უმაღლეს ლიგაში 17 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

Share