შუშიაშვილის ჰეთ-რიკი დინამოს წინააღმდეგ-ქართული გუნდი ისევ დამარცხდა

ფრე ყირგიზეთთან – ფუტსალის ნაკრებმა შეკრება დაასრულა – წინ ევროპის ჩემპიონატია
დეკემბერი 22, 2021 19:54
▶️ VIDEO – გოლი ისტორიიდან – გიორგი ქინქლაძის შედევრი უელსის ნაკრების კარში
დეკემბერი 22, 2021 20:56

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამომ” მორიგი შეხვედრა გამართა. საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში დეიან სტანოევიჩის გუნდი სერბულ “ნოვი ბელგრადს” დაუპირპისპირდა და ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა.

მოგახსენებთ, რომ “ნოვი ბელგრადი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე რვათა ფინალის მასპინძელია, ამიტომ სერბულ გუნდს პლეი-ოფის საგზური გარანტირებული აქვს. “ნოვი ბელგრადის” რიგებში 5 მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თამაშობდა. სერბების რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ანგელოს ვახოპულოსმა და დუშან ვანდიჩმა. “ნოვი ბელგრადის” რიგებში ასევე ითამაშა საქართველოს ნაკრების შემტევმა და “დინამოს” ყოფილმა შემტევმა ნიკა შუშიაშვილმა, რომელმაც ირაკლი რაზმაძის კარის ბადე სამჯერ შეარხია.

თბილისის “დინამოს” რიგებში გოლებით თავი:ანდრია ბითაძემ(2),ვატო დადვანმა(2), დუშან ვასიჩმა(2), მარკო ელაჩამ,რევაზ იმნაიშვილმა და იოვან სარიჩმა გამოიჩინეს.

საბოლოოდ, 8:17  “ნოვი ბელგრადის” სასარგებლოდ.

თბილისის “დინამო” მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკში უნგრული “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.

Share